ქარელში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო
ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა ზ/ხვედურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ: დაიწყო ჩიტიხევის გზის ასფალტირების სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონის საფარით. პროექტი ხორციედება რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სულ დაიგება 1,156 კილომეტრი გზის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „დინ გრუპი”.
სოფელ ზ/ხვედურეთში ამჟამად მიმდინარეობს სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირება და სანიაღვრე ღარის მოწყობის სამუშაოები. სულ დაიგება 1,379 კმ. ასფალტის საფარი.პროექტი მიმდინარეობს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.პროექტის ღირებულება შეადგენს 630 007 ლარს.სამუშაოებს ასრულებს შპს „დინ გრუპი”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.