სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინის რეჟიმში 64 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში ამ დრომდე 229 ადამიანი იმყოფება, ხოლო ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 64 პირია მოთავსებული.
როგორც რეგიონულ კვირას სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო ზედამხედველობა 935 პირს მოეხსნა. ჯამურად, ეპიდზედამხედველობის ქვეშ 1638 პირი ინყოფებოდა.
24 მაისის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „კოვიდ19“-ზე 22 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.
რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს – საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 პაციენტი რჩება. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები