სამეცნიერო ონლაინკონფერენცია გორში

26 მაისს, 14:00 საათზე, გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ინიციატივით, ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ონლაინკონფერენცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციას გახსნის: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან:
სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
ზურაბ ხონელიძე, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
პაატა სურგულაძე, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ:
ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
ლევან ჯიქია, პროფესორი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი;
ზურაბ პაპასქირი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;▫️ლია ახალაძე, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კახა კვაშილავა, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ზაზა შაშიკაძე, პროფესორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გიორგი გოცირიძე, პროფესორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნიკო ჯავახიშვილი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მიხეილ ბახტაძე, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მალხაზ მაცაბერიძე, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი;
ალექსანდრე დაუშვილი, პროფესორი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი;
ძირითადი მოხსენება: ოთარ ჯანელიძე, პროფესორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
კონფერენცია იმუშავებს zoom.us პლატფორმაზე;
კონფერენციაში მონაწილეობა მსურველებს შეეძლებათ ლინკით
https://us04web.zoom.us/j/72316138888?pwd=VGdOOTFKRnByQ09uL2FxaDg2aGYyQT09
იდენტიფიკატორი 723 1613 8888
პაროლი: 8zTzCC

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები