მარნეულში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა განახლდა

მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემები შენდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდანაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა და შეუფერხებლად, ყველა წესის დაცვით გრძელდება.  პროექტის ფარგლებში შენდება მარნეულის წყალმომარაგებაწყალარინებისა და ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემები. ასევე, მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

პროექტების ჯამური ინვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია.

სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მადარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

“პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების  ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა.

პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებისწერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილიწყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით კი ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა. ხოლო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ახალი ნაგებობაექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარეწყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლისდაცვით განახორციელებს, რაც ნიშვნელოვანდშემაცირებს რეგიონში გარემოზე მავნეზემოქმედებას.

პროექტებს, საერთაშორისო დონორორგანიზაციისაზიის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგებისკომპანია ახორციელებს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები