„დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი“ – „დიოგენე 2020”-ის ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია

„დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი” – დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის – „დიოგენე 2020” ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია..
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჟიურის თავმჯდომარეა კინორეჟსორი ელდარ შენგელაია. წევრები: ნატალია ბელოხვოსტიკოვა, ჟიურის VIP წევრი – რუსეთის სახალხო არტისტი; ვლადიმერ ნაუმოვი, ჟიურის VIP წევრი – კინორეჟისორი;  მერაბ კოკოჩაშვილი – ჟიურის VIP წევრი, კინორეჟისორი; მარკ ზვიგუსკი – საფრანგეთში ტურგენევის მუზეუმის დირექტორი, ლექტორი; ვალერი გასპარიანი, სომეხი კინოდრამატურგი და ჟურნალისტი; გორან დუჟაკოვიჩი – (ბოსნია და ჰერცეგოვინა); კინორეჟისორი; მარინა კერესელიძე – ხელოვნების ისტორიკოსი, კინომცოდნე; ლევან თუთბერიძე – კინორეჟისორი, მსახიობი;  ვიქტორია ბელოპოლსკაია – კინოკრიტიკოსი, რუსული საავტორო დოკუმენტური კინოფესტივალის პროგრამის დირექტორი არტდოკფესტი (Artdocfest); დავით ოქიტაშვილი – არტმენეჯერი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი; მარია ლაპალაინენსი – ფინელი კინოდრამატურგი და კინორეჟისორი; ელდარ მდინარაძე – კინორეჟისორი, პროდიუსერი, ტელეარხი „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად შევიდა 121 ფილმის განაცხადი.
„ნამუშევრების გეოგრაფია მოიცავს მთელ მსოფლიოს – რომ იტყვიან, ახალი ზელანდიიდან ფიჯის კუნძულებამდე. მათგან 74-მა ფილმმა დააკმაყოფილა წინასწარი პირობები და ჩართული იქნა კონკურსში. 45 ფილმი ფესტივალის ცალკეულ პირობებთან შეუსაბამობის გამო ვერ მოხვდა საკონკურსო სიაში, თუმცა „დიოგენე 2020” შეეცდება, ამ ფილმებსაც გაუკვალოს გზა ჩვენს მაყურებლამდე. ამასთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ მათი უმეტესობა, ავტორებთან თუ საავტორო უფლებების პატრონებთან შეთანხმების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში“, – აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონკურსოდ წარდგენილი ფილმები გადაეგზავნათ ფესტივალის ჟიურის წევრებს და განთავსდება კინოაკადემიის საიტზე.
„დიოგენე-2020“ საქართველოს კულტურის პალატის, საქართველოს კინოაკადემიის, ტელესტუდია “იმედის” ორგანიზებით ტარდება. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები