თეთრიწყაროში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელიც ალგეთიტბისიკუმისის მაგისტრალურ ქსელზე სოფელ ასურეთის გამანაწილებლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შედეგად, სარწყავი წყლისმიწოდების გრაფიკი 120ჰა სასოფლოსამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შპს საქართველოს მელიორაციის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე პირადად გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა მეწყრის შედეგად დაზიანებულ მაგისტრალურ ქსელს, რომელიც 700ჰა სასოფლოსამეურნეო მიწისფართობს ასარწყავებს.

შპს საქართველოს მელიორაცია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, წესების სრული დაცვით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები