მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

მახინჯაურში, გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 25 წლის ქალი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე თვითმხილველებმა დაშვებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. დაშავებული ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, პაციენტს დაზიანებები კიდურზე აღენიშნება, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი ოპერაცია.
ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დაღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები