ფრიდონ ფუტკარაძემ ოლადაურის მოსახლეობას ბაირამი მიულოცა
შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ, ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, პირველადი მოხმარების პროდუქტები მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა.
შუახევის მერმა, კარაპეტში რამდენიმე დღის წინ ქარის შედეგად დაზარალებული ნოდარ დავითაძის ოჯახიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
,, დღეს რამდენიმე ოჯახს ვეწვიე, სასურსათო კალათები მივუტანე და რამაზან ბაირამის დღესასწაული მივულოცე. ადგილზე გავეცანი დავითაძეების ოჯახის მდგომარეობას, რომლებიც ძველ სახლში ცხოვრობენ და ძლიერმა ქარმა სახლის სახურავი ნაწილობრივ დაუზიანა. პირველ ეტაპზე, როგორც სტიქიით დაზარალებულებს უმოკლეს ვადებში დავეხმარებით. სამომავლოდ კი ახალი სახლის შესაძენად, მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნობრივი პროგრამიდან, ან სამასალე ხე-ტყის ფონდიდან გავუწევთ დახმარებას“, – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.