ახალციხეში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის 650 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები და საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება.
„ამ დროისთვის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს არსებული საფარის დემონტაჟი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 5 მაისიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აქტიურად განახლდა. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ მუშაობას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები