შუახევის მერი მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მუსლიმებს ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
,,30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმანური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, სულიერ სიმშვიდეს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი დახმარებას, კეილდღეობას.
ბაირამი სამ დღეს გრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად ამზადებენ ჰალვას, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ტკბილეულით უმასპინძლდებიან ახლობლებს.
გულითადად გილოცავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მრევლს რამაზან ბაირამს. გისურვებთ კეთილდღეობას თქვენს ოჯახებში, მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში”,- აღნიშნულია შუახევის მერის მისალოც განცხადებაში.