ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

 

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები