ბოლნისსა და თეთრიწყაროში 48 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 48საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “რეგიონულ კვირას” განუცხადესჯგანუცხადეს, კორონავირუსი 55 პირს დაუდასტურდა, მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე, ჩაკეტილია სოფელი გეტა და მუშევანი, სადაც კორონავირუსის ბოლოს გამოვლენილი შემთხვევები ფიქსირდება.
მუნიციპალიტეტში სულ COVID-19-ის 162 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 75 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.