იმერეთში Covid19-ზე გამოკვლეული 179 ნიმუში უარყოფითია

იმერეთის მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განუცხადა, მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსზე მკურნალობას სამი პაციენტი განაგრძობს.

“ახალი შემთხვევა აქ გვაქვს, ქუთაისის ლაბორატორიამ 179 ნიმუში გამოიკვლია და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, რეგიონში სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, ერთი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, მეორე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, მესამე კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში”,- განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში Covid19-ის 730 შემთხვევაა დადასტურუბული, გამოჯანმრთელებულია 522, გარდაცვლილია 12, კარანტინში იმყოფება 3076, სტაციონარში 326, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები