ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა
ზუგდიდი – ჯვარი – მესტიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი დაშავებულიდან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სამიდან- ორი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო ერთის რეფერირება ქუთაისში მოხდა.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური სირექტორის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ ტვინის შერყევა აქვთ და მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობენ.
ხუთივე დაშავებული ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.