ანაკლია განმუხურის საკარანტინე სივრცეში 67 მოქალაქე რჩებ
სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლია განმუხურის საკარანტინო სივრცეში 67 მოქალაქე იმყოფება.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით 229 პირია თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 920 პირს მოეხსნა. საერთო ჯამში, ეპიდზედამხედველობა 1636 პირზე დამყარდა.
23 მაისს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში 92 ბიოლოგიური მასალა „კოვიდ19-„ზე გაიტესტა. აქედან, ყველა უარყოფითია.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საოკუპაციო ზოლზე მდებარე რუხის კლინიკაში სულ 29 პაციენტი განაგრძნობს მკურნალობას, ამათგან 13 არის covid 19 დადასტურებული შემთხვევა.