თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აგრობარათების დარიგება გრძელდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თეთრიწყაროს მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი სოფელ ბორბალოში მცხოვრებ ფერმერებშეხვდნენ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთ ეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ შექმნილი მობილური ჯგუფები, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს საწვავის ბარათებს გადასცემენ. აღნიშნული ბარათები უკვე გაიცა სოფელ ასურეთში, ახალსოფელსა და ბორბალოში მცხოვრებ ფერმერებზე, ორშაბათიდან ბარათების გაცემის პროცესი ქალაქ თეთრიწყაროში გაგრძელდება.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი. მთავრობის მიერ შემუშავებული ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ფერმერებს ისარგებლონ დაწესებული შეღავათებით და გააფართოვონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები