შიდა ქართლში გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ
საოკუპაციო ხაზთან გორის, ქართლის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ მეჯვრისხევში მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ.
ქეთევან ციხელაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიება კომპანია „დუთი ფრი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ომერ სალურიც.