DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ენმ-ს წევრს “მე მიყვარს ქუთაისის” ბრენდსტრატეგიის წარდგენას სთხოვს

ვთხოვ, გიგა შუშანიას, პრესკონფერენციის გამართვამდე მომაწოდოს სლოგანის “მე მიყვარს ქუთაისის”, როგორც ბრენდსტრატეგია, ასევე ბრენდბუქი, – ამის შესახებ DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ დღეს შევიტყვე, რომ მოპარული და კალკირებული სლოგანის “მე ❤️ ქუთაისის” ერთ-ერთი პროპაგანდისტი გიგა შუშანია პრესკონფერენციის გამართვას აპირებდა ახალი ტურისტული ბრენდინგის არამიზნობრიობის და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაზე…

პრესკონფერენცია გადაიდო გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომაც გამოვიყენებ შემთხვევას და ბატონ გიგას ვთხოვ, პრესკონფერენციის გამართვამდე მომაწოდოს სლოგანის “მე მიყვარს ქუთაისის”, როგორც ბრენდსტრატეგია, ასევე ბრენდბუქი, რომ შედარებით ფორმატში უფრო თვალსაჩინო გავხადო ახალ ბრენდინგთან არსებული განსხვავებები. წინასწარ დიდი მადლობა.

ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი თევდორაძეს, რომელმაც მოახერხა პოლიტიკაზე მაღლა დადგომა და გაიზიარა ახალ ბრენდზე და კონცეფციაზე დაფუძნებული კლიპი, რომელიც ზუსტად იმ სლოგანის გაშლით მთავრდება, რომელიც ასე არ მოწონს ბატონ შუშანიას”, – წერს ტატო ლილუაშვილი.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს – გიგა შუშანიას დღეს პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი, სადაც ქუთაისის ბრენდინგზე უნდა ესაუბრა, თუმცა ბრიფინგი გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები