კახეთის რეგიონში აგრობარათების გაცემა დაიწყო

კახეთის რეგიონში აგრობარათების და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა დაიწყო. სიახლე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
ყვარლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ფერმერებს დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ბარათების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნენ და აღნიშნეს, რომ პროგრამა ფერმერებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს და მათ მოსავლის რეალიზებაში დაეხმარება.
“ვიმყოფებით ყვარლის მუნიციპალიტეტში, შევხვდით ფერმერებს, მინდა აღვნიშნო, რომ ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმართ. იმ ვითარებაში, როცა ქვეყანას გარკვეული ფინანსური შეზღუდვები აქვს, ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ეძლევათ ფერმერებს, რაც თავისთავად ქმნის მათთვის იმედის განაწყობას, რომ მათი მოსავალი იქნება კარგი და ხარისხიანი და არ გაუჭირდებათ რეალიზაცია. რაც შეეხება რეალიზაციას, სეზონური ხილი და ბოსტნეული, რაც უკვე შემოვიდა, შეუფერხებლად ხდება მისი რეალიზაცია და ფასი დამაკმაყოფილებელია ფერმერებისათვის. კახეთში ფერმერები ოპტიმისტურად უყურებენ დღევანდელ ვითარებას და მომავალს” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რეგიონის მასშტაბით კუთვნილი ფასდაკლების ბარათი 1000-მდე ფერმერმა უკვე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები