საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.
“ასევე, გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში – ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან”, – განაცხადა ზალკალიანმა.