„პერსონაჟის მხატვრული სახის შექმნის ტექნიკა“ – ონლაინლექცია

ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ონლაინლექციები გრძელდება.
22 მაისს, 19:00 საათზე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, მარინა ხანჯალიაშვილი, ისაუბრებს თემაზე: “პერსონაჟის მხატვრული სახის შექმნის ტექნიკა”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
პერსონაჟის მხატვრული სახე და მისი ლიტერატურულ-ფსიქოლოგიური პორტრეტი;
მხატვრული სახე, როგორც კონკრეტული იდეის განსახიერება და მაგალითები პერსონაჟებზე;
სინთეზი მონათესავე მხატვრულ სახეებთან;
მხატვრული სახის შესაქმნელი სქემა და წერის ტექნიკები.
ლექციაზე დასწრება შესაძლებელია  ვიბინარის პროგრამა ZOOM-ის საშუალებით.
დასწრება თავისუფალია.
დაწვრილებით იხ: ევროპის უნივერსიტეტი / European University

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები