ჩოხატაურში მამამ შვილი მოკლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში სასტიკი მკვლელობა მოხდა – მამამ შვილი მოკლა. როგორ “რეგიონულ კვირას” თვითმხილველებმა განუცხადეს 50 წელს გადაცილებულმა კაცმა შვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიყენა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი 30 წლამდე იყო.

მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები