სოფელ ახალუბანში სასმელი წყლის მიწოდების საპროექტო სამუშაოები დასრულდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მცხოვრები 30 ოჯახისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის მიწოდების საპროექტო სამუშაოები დასრულდა.

ალის თემში შემავალ სოფელს სასმელი წყლის სისტემა USAID Zrda – მ, ხაშურის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უსასყიდლოდ გადასცა.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ , განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტად სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება თავად ალის თემის მოსახლეობის მხრიდან დასახელდა.

“საპროექტო დოკუმენტაცია ხაშურის მუნიციპალიტეტს USAID Zrda პროექტმა გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცა. საპროექტო დოკუმენტაციის გადმოცემის დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს USAID Zrda პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელით კი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მოაწერეს”,- განაცხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები