ქალაქ ახალციხეში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,  პროექტის ფარგლებში, გზის 650-მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები და საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება.

“ამ დროისთვის, ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს არსებული საფარის დემონტაჟი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 5 მაისიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად განახლდა. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, აგრძელებენ მუშაობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები