სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ პროცესშია.

როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მერიიდან აცნობეს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, ბეტონის საფარით ეწყობა შიდა სასოფლო გზები, რათა ადგილობრივებმა უფრო მოკლე დროში, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება.

“ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში,ელიავას მინდვრის მიმდებარედ, ღაღანიძეების უბნის მიმართულებით და გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დაფნარში (ჯაშების უბანში), ბეტონის საფარის დაგების პროცესს. აღნიშნულ ლოკაციაზე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივების გადაადგილებას აფერხებდა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ვალერი ფოცხვერიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსდებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს ,,საგზაო” და ,,გიანი” ასრულებენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები