„13 არია“ – კონცერტის ვიდეოჩანაწერი

22 მაისს, 19:00 საათზე, „საქართველოს სინფონიეტას“ „იუთუბის“ არხზე წარმოდგენილი იქნება კოსტიუმირებული კონცერტი – „13 არია“, რომლის პრემიერაც 2019 წლის 26 ნოემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, კონცერტის რეპერტუარი მოიცავს როგორც ვოკალურ, ასევე ინსტრუმენტულ არიებს ბაროკოს ეპოქის მუსიკიდან.
„კონცერტი ერთგვარ წარმოდგენაა, რომელიც „საქართველოს სინფონიეტას“და სოლისტების მიერ ძველებური მუსიკის ავთენტურ შესრულებას და ქართველი თანამედროვე მხატვრის, უტა ბექაიას ორიგინალური კოსტიუმების სინთეზს წარმოადგენს“.
თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ: მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ქეთევან ქართველიშვილი (ალტი), ჟოზეპ მარია მარტი დიურანი (თეორბო და ბაროკოს გიტარა), ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი, პოზიტივ ორგანი).
„საქართველოს სინფონიეტას“ შემდეგი კონცერტები 26 მაისსა და 1 ივნისს იქნება ნაჩვენები ორკესტრის „იუთუბის“ არხზე.
კონცერტებს შეგიძლიათ უყუროთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
www.youtube.co/c/georgiansinfonietta

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები