თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, 2 სართულიან სახლში საყოფაცხოვრებო ნივთები სრულად განადგურდა. სოფლის წარმომადგენლის,ზურაბ გრძელიშვილის ინფორმაციით, ოჯახში 5 წევრი ცხოვრობდა , რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

“სახლში არსებული ნივთები სრულად დაიწვა, სახლიც ისეა დამწვარი, შეიძლება საცხოვრებლადაც აღარ ივარგოს”,- განაცხადა ზურაბ გრძელიშვილმა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები