გიორგი ვოლსკი: საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს?

„საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია? ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

ვოლსკიმ მომხსენებელს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაგალითის დასახელება სთხოვა.

“იქნებ თქვენს გამოსვლაში ერთი მოდელირებული მაგალითი მოიყვანოთ იმისა, თუ რაზეა საუბარი. ისეთი მაგალითი მოიყვანოთ, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის, რაზე ვკამათობთ, რისგან გვინდა გადავარჩინოთ საზოგადოება, რისგან გვინდა გადავარჩინოთ თუნდაც არჩევნები. აქედან გამომდინარე, მაგალითი იქნება ყველაზე კარგი და შესაბამისი იმაზე პასუხების გასაცემად, რა შეკითხვებიც ახლა დაისვა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები