ქალაქ გორში ახალი სარწყავი სისტემები ეწყობა

გორში, ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესების მიზნით, მწვანე სივრცეების  ახალი სარწყავი სისტემეწყობა.
პროქტის მიხედვით, სარწყავი სისტემა მოემსახურება ახალბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერებს, სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს.
სისტემის საშუალებით წყლით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც.

„პროექტის მიხედვით იგეგმება მაგისტრალური ქსელის მოწყობა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. ობიექტი, რომელიც ამ ეტაპზე აღარ ფუნქციონირებს, ათეული წლების წინ ქალაქს წყლით ამარაგებდა
პროექტის ღირებულება 477 627 ლარია”, – განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები