ბათუმში შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვა
ბათუმში შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იგი პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება.
“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გავლილი აქვს განხილვები, კომიტეტები და შესაძლებელია მისი გატანა სხდომაზე. საბოლოოდ, რა ფორმით უნდა მივიღოთ ეს, გამომდინარეობს ისევ მათი მოთხოვნიდან. მე მაქვს 2019 წლის 4 ივნისის წერილი, სადაც ოპოზიცია წერს, რომ პარლამენტი აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩვენც გადავიდეთ იმავე ცვლილებებზე. პარლამენტს ცვლილებები ჯერ არ დაუსრულებია, ახლა მიდის ამაზე საუბარი. შესაბამისად, იმის გამო, რომ სწორედ მათი მოთხოვნა შესრულდეს, მე ველოდები, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.
აჭარაში ოპოზიციურმა პარტიებმა უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს დღეს მიმართა.