ივანე მაჭავარიანი: მოვუწოდებთ დამსაქმებლებს, დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოსგან 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი უნდა მიიღონ

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა კომპანიასა და დამსაქმებელს, მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს იმ თანამშრომელთა შესახებ, რომლებზეც ხელფასის გაცემა აღარ ხდება, რათა მათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაციები მიიღონ.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია პირველ ივნისამდე უნდა დადასტურდეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ, იურიდიულ პირს პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, იქნება ეს უხელფასო შვებულება, სამსახურიდან დროებით გაშვება თუ ნებისმიერი მიზეზით, ვისზეც ვერ მოხდა ხელფასის გაცემა. პირველ ივნისამდე უნდა დაგვიდასტურონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რომ მოხდეს დროულად 1200-ლარიანი კომპენსაციების პაკეტის გადახდის დაწყება, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ განვმარტავ პირობებს – პირველ კვარტალში, ვისაც ექვსი თვის განმავლობაში მაინც უფიქსირდებოდა ხელფასი, იმ ადამიანებს ერგება კომპენსაცია. იყო გაუგებრობა, რომ ვრცელდებოდა მხოლოდ საგანგებოს პირობებში, მაგრამ, ზოგადად, „კოვიდის“ ნეგატიური გავლენა, პრაქტიკულად, თებერვლიდან დაიწყო. შესაბამისად, ჩვენ მარტო ამ პერიოდით არ ვიფარგლებით, რასაც საგანგებო მდგომარეობას გულისხმობდა და ამიტომ დადგენილებაში შევიდა ცვლილება. პირველ ივნისამდე მოგვაწოდონ იმ ადამიანების საბანკო ანგარიშები, ვისაც პირველ კვარტალში, ექვსი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც ერიცხებოდა ხელფასი და დღეს უკვე ეს ხელფასი აღარ ერიცხებათ, რათა დროულად დავიწყოთ მათთვის გადახდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები