ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სკოლის ძველი შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
სკოლის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე – ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
“პროექტის შესაბამისად მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.