ირაკლი ფარჯიანის გამოფენა გადაიდო

ქართველ მხატვარს – ირაკლი ფარჯიანს 22 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა. ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, მუზეუმი გეგმავდა არტისტის მასშტაბურ გამოფენას, სოფო ფარჯიანის კურატორობით. პანდემიის გამო, ირაკლი ფარჯიანის ახალი ექსპოზიციის მოწყობა მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში რამდენიმე თვით გადაიდო.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში ირაკლი ფარჯიანის კოლექციას განსაკუთრებული ადგილი აქვს. მხატვარს ეთმობა მთელი დარბაზი, რომელშიც წარმოდგენილია მისი სხვადასხვა პერიოდის 44 ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევარი. გარდა ამისა, მუზეუმის ფონდში დაცულია ფარჯიანის 27 ტილო. მუზეუმის კოლექცია უნიკალურია და ის არის ქართველი მხატვრის ყველაზე მდიდარი ექსპოზიცია მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები