არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საარჩევნო რეფორმა და დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში კონსტრუქციული სამუშაო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. მან ყველა მხარეს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო პროცესში.

„შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს, ვინაიდან, ამ მიმდინარე პროექტებთან ერთად, ჩვენ გვაქვს მისაღები საარჩევნო კანონმდებლობა, საკონტიტუციო ცვლილებები და ჩვენი დაპირება, ჩვენი პირობა როგორც სახელისუფლებო გუნდისა და როგორც პარლამენტის, რჩება უცვლელი. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაკეთოთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ახლა პარლამენტს, ჩვენ ყველას ერთად გვაქვს, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას. მე იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციული სამუშაო პროცესი წარიმართება და ყველას მოგიწოდებთ, რომ შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ სამუშაო პროცესში და მიიღოთ მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები