ზემო ქვალონსა და შუა ხორგში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონისა და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ  ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ზემო ქვალონში 4.4-კილომეტრიანი  გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, ხოლო შუა ხორგაში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს.

“ბაღის მოწყობაზე 400 ათასი, ხოლო გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე (მეორე ეტაპი – 625 000) დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები