სამცხე-ჯავახეთში ფერმერებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს

ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თორნიკე კაპანაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ღია ცის ქვეშ რეკომენდაციებისა და დისტანციის დაცვით ჩატარებულ შეხვედრას მერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.
თორნიკე კაპანაძის განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი ფერმერებისათვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერისა და შეღავათების გაცნობა იყო.
„სამცხე-ჯავახეთში და არამხოლოდ, ფერმერებზე ზრუნავს სახელმწიფო, ამიტომ აუცილებელია, მათ ამის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია. ვისაუბრეთ დაფინანსებებზე, მელიორაციის სიტემასა და ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამის შესახებ. ფერმერებსა და ადგილობრივ თვითმმართელობის წარმომადგენლებს გავაცანით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა ფერმერზე“ შინაარსი“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ თორნიკე კაპანაძემ.
ხალციხეში გამართულ შეხვედრას, დაახლოებით, 30-მდე ფერმერი ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები