კახა კალაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარტიასთან არ უნდა თანხმდებოდეს მაშინ, როდესაც არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართულ ოცნებასთან”

“პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარტიასთან არ უნდა თანხმდებოდეს მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან” საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ კომენატარი თბილისის მერმა, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ინფორმირებული არ იყო.

“მე არ ვიცოდი ნამდვილად. რომ მცოდნოდა, რა იყო დასამალი, არც ეგ  მესმის. რომ მცოდნოდა, იმასაც ვიტყოდი, რომ ვიცოდი. ვერანაირ პრობლემას  ვხედავ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარტიასთან არ უნდა თანხმდებოდეს მაშინ, როდესაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან”, ჩვენ მას არჩევნებში დავუჭირეთ მხარი. გვინდოდა, რომ გამარჯვებული ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი და არა – ის კონკრეტული პარტიები და პიროვნებები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებებზე აჟღერებდნენ მესიჯებს”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები