გარდაბნის მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობის პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინტენსიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის სოფლებსა და გარდაბანში გზების კეთილმოწყობა ისეთ ლოკაციებზე ხორციელდება, სადაც ამ დრომდე გზა საერთოდ არ არსებობდა.

სოფელ ლემშვენიერასა და გარდაბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და მშენებლობის ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნენ.

“ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფი ტემპით განხორციელებაა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები