ბათუმში სილამაზის სალონებს ინსპექტირების სამსახური ამოწმებს
დღეიდან ინსპექტირების სამსახურმა ბათუმის სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის დაწესებულებების შემოწმება დაიწყო. უკვე შემოწმდა 25-მდე სალონი და ესთეტიკის ცენტრი, რამდენიმე მათგანში სხვადასხვა ტიპის დარღვევები გამოვლინდა. დაწესებულებებს პირველ ეტაპზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცათ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, სალონებში სავარძლების ორმეტრიანი დისტანცია სავალდებულოა, ასევე, უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, დისტანციური თერმომეტრები. სტილისტებმა კი სამუშაო პროცესის დროს პირბადეები და ხელთათმანები უნდა მოიხმარონ. სალონებმა ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა 18 მაისს განაახლეს.