ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი მამაკაცი კარალეთში, სასწრაფო სამედიცინო მანქანაში დაიღუპა

ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს ცენტრალურის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი 63 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში დაიღუპა . ინფორმაცია “რეგიონულ კვირას“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა დაუდასტურა.
როგორც ცნობილია, 63 წლის ჯუმბერ მილაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დამძიმდა, თუმცა დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის უფლებას არ აძლევდა.
„მხოლოდ გუშინ მიიღო დეფაქტო რეჟიმმა აღნიშნული პირის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის გადაწყვეტილება, თუმცა, როგორც ჩანს, დაგვიანებული აღმოჩნდა. “წითელი ჯვრის” დახმარებით, 1957 წელს დაბადებული მამაკაცი, ერგნეთის გავლით გადმოიყვანეს, თუმცა კარალეთთან, სასწრაფოს მანქანაში დაიღუპა“, – განაცხდა ნუგზარ თინიკაშვილმა.
მამაკაცის ცხედარი, ამ დროისთვის, გორის პროზექტურაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები