რატი იონათამიშვილი: ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა შეწყალებამდე ცოტა ხნით ადრე კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები საქმის კურსში ჩააყენა

“პრეზიდენტის განცხადებაში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის რეაქცია, რომელიც ამის შემდეგ „ნაცკლასტერსა“ და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს ჰქონდათ”, – ამის შესახებ განმარტება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, სავსებით ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები საქმის კურსში ჩააყენა.

„პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის რეაქცია, რომელიც ამის შემდეგ ჰქონდათ „ნაცკლასტერსა“ და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ეს განცხადება გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული. ამ დროს თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, რაც სავსებით ლოგიკური და ნორმალურია. ასე რომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევიან ის მარგინალი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც ამ საკითხიდანაც ქულების დაწერას ცდილობენ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები