კახეთი კვლავ “მწვანე ზონაა” – 205 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთის რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს. გასული დღე- ღამის განმავლობაში ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 293 ნიმუშიდან 205 ტესტის პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა აგანაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ნიმუშების აღება როგორც ე.წ. ცხელების ცენტრებიდან, ისე საკარანტინე ზონებიდან აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონში ამ დროისთვის 10 საკარანტინე ლოკაციაზე 404 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 18 მოქალაქე რჩება.
კახეთის რეგიონიდან, ჯამურად, ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3190 ნიმუში, აქედან 1079 – მედპერსონალის, 1072- საკარანტინე სივრცეებიდან და 149 – შშმ პირის.