ეროვნული ბიბლიოთეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მემორანდუმს გააფორმებს

20 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელს მოაწერენ: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთად გახსნიან რეგიონალურ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან (COVID-19) და ჯანმრთელობის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებულ საინფორმაციო კუთხეებს. საინფორმაციო კუთხეების მიზანია, ჯამნრთელობის საკითხებზე, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები