სერგეი ლავროვი: “ღია ცის ქვეშ” შეთანხმება ჩაშლის პირას არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით, “ღია ცის ქვეშ” შეთანხმება ჩაშლის პირას არის.

ამის შესახებ დიპლომატმა სტრატეგიულ სფეროში რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

“ღია ცის ქვეშ” შეთანხმება უკვე არის ჩაშლის პირას”, – თქვა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ში ასევე ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ აპირებენ ბირთვული ცდების აკრძალვის შეთანხმების რატიფიცირებას.

“ძალაში მხოლოდ შემტევი სტრატეგიული იარაღის შემცირების შეთანხმება რჩება. ძალიან გვსურს, რომ მან მოქმედება გააგრძელოს, თუნდაც ხუთი წლით მისი გახანგრძლივების პერსპექტივით, რომ ყველა ახალი იდეა რომელიც ამ ხნის განმავლობაში სადისკუსიოდ შემოვა, აუჩქარებლად იყოს განხილული”, – აღნიშნა მან.

“ღია ცის ქვეშ”შეთანხმებას ხელი 1992 წელს მოეწერა და ის “ცივი ომის” შემდგომ, ევროპაში ნდობის განმტკიცების ერთ-ერთი ზომა გახდა.

შეთანხმებაში 34 ქვეყანა მონაწილეობს, რომლებსაც ერთმანეთის შეიარაღებული ძალებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები