ივანე ჩხაიძე: შესაძლებელია, კორონავირუსის მეორე ტალღა გაცილებით ძლიერი იყოს, ვიდრე – პირველი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღის არსებობა რეალურია. ივანე ჩხაიძე ვირუსთან დაკავშირებული სიტუაციის განვითარების სამ სცენარზე საუბრობს.

„დღეისთვის არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც მეორე და მესამე ტალღის შესაძლებლობას უარყოფს. პირიქით, ძირითადი აქცენტი კეთდება, არა იმაზე, იქნება, თუ არა მეორე და მესამე ტალღა, არამედ იმაზე, რა სახის იქნება შემდეგი ტალღები.
სიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს. ყველაზე უფრო ხშირად სამი სცენარი განიხილება. პირველი გახლავთ ის, რომ ახლანდელი ტალღაა ყველაზე მაღალი და შემდეგი 18-24 თვის განვალობაში. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ეს არ ეხება მოკლევადიან პერეიოდს, ეს ეხება საშუალოდ ორწლიან პერიოდს, როდესაც ჩვენ ახალი კორონავირუსის არსებობას ვაფიქსირებთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა მოცულობითა და სიხშირით, მაგრამ ეს არის პერიოდი, რომელიც განიხილება ჩვენს ქვეყნებში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ერთი ქვეყნის, ეს არის ის, რასაც ელოდება მსოფლიო. გავიმეორებ, რომ ყველაზე კარგი სცენარი გახლავთ ის, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი ტალღა და შემდეგი თვეების განმავლობაში ,მეორე ტალღის მოლოდინი ძირითადად, შემოდგომა-ზამთარს უკავშირდება, როდესაც საერთოდ რესპირატორული ვირუსების მატებაა.
მეორე სცენარით, რომელიც ასევე განიხილება, ყველაზე ცუდი, შესაძლებელია მეორე ტალღა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი. ამ დასკვნების უკან დგას 2009-10 წწ. გრიპის H1N1 ვირუსით გამოწვეული პანდემია. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, როდესაც იყო მეორე ტალღა: პანდემიის პირველ წელს 2009-10 წწ. საქართველოში გარდაიცვალა 33 ადამიანი, შემდეგ წელს ორჯერ მეტი. ასე, რომ მეორე უფრო მაღალი ტალღის ალბათობა რეალურია.
მესამე სცენარით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ოღონდ გაცილებით უფრო ნაკლები ინტენსივობის და შესაძლებელია რამდენიმე მატება იყოს დაფიქსირებული. თუ საიდან მოდის ეს მოსაზრება და რას ეფუძნება? პირველ რიგში, ეფუძნება იმ გამოცდილებას, რაც არსებობს 1918 წელს ე.წ. ესპანური გრიპის მაგალითს, ეს იყო ვირუსი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გავრცელდა და მაშინაც რამდენიმე ტალღა აღინიშნა. ასევე 2009 -10 წლების H1N1-ის პანდემია, რომელიც ტალღების სახით გაგრძელდა“- განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები