რუსეთში კორონავირუსით 300 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის კიდევ 9 263 შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ვირუსი 299 941 პირს აქვს დადასტურებული.

ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში ვირუსს 115 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 2837 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, COVID-19-ის დამარცხება ერთ დღეში 5921 პირმა შეძლო, სულ 76 130 გამოჯანმრთელებულია.

აღინიშნება, ასევე, რომ კორონავირუსზე სულ 7,35 მილიონი ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები