რუსთაველის სამეცნიერო ფონდის შეხვედრა გიორგი კალანდიასთან

დღეს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის გაიმართა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას ლექცია თემაზე: „ქართველ მეფეთა და დედოფალთა ეროვნული სამოსი“.

დიტანციურ შეხვედრაზე ესწრებოდნენ, – ვისი თაოსნობითაც შედგა ლექცია, – ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და მოადგილე ჯაბა სამუშია.

ლექციაზე გიორგი კალანდიამ განიხილა ქართველ მეფეთა სამოსის ისტორია, რა გავლენას ახდენდა პოლიტიკური სიტუაცია ხელმწიფეების ჩაცმულობაზე, რას გვიყვება ტანსაცმელი და რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა მას.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქართველი დიდებულები სამოსის სილამაზესთან ერთად სიმდიდრეს წარმოაჩენდნენ, რაც სამეფოს პრესტიჟულობას უსვამდა ხაზს და ასევე, აღნიშნა ისიც, რომ ქართული ისტორიული სამოსი შეგვიძლია იმ ხელოვნების ძეგლად ჩავთვალოთ, რომლის ფასი იშვიათად აქვს მსოფლიოს. დასასრულს, ფონდის გენერალურმა დირექტორმა – ზვიად გაბსონიამ მადლობა გადაუხადა გიორგი კალანდიას საინტერესო ლექციისთვის. დისტანციური შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის რეჟიმით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები