გიორგი ვოლსკი: კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი, მაგრამ ეს არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა

“კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი, მაგრამ ეს არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან კიდევ იქნება დასახელებული არაერთი მიზეზი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნას მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ.

„ძალიან ბევრი თემაა, რომელიც, ზოგადად, საარჩევნო სისტემას ეხება, არის ეუთო/ოდირის შენიშვნები. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თითქოს, ბოლომდეც მივიდა. ბოლოსდაბოლოს კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი და ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში, ვინაიდან მათთვის პერსპექტივა არის ძალიან დაბალი. რაც შეეხება მაჟორიტარულ დეპუტატებზე შეთანხმებას – ეს ზოგადი ლაპარაკი, რასაკვირველია, მეათეხარისხოვანია და მხოლოდ მედიის ყურადღების მისაქცევადაა გამოყენებული”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები