თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.
თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები