რატი იონათამიშვილი: საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიციას დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებში ჩართვა არ სურს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიციას დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებში ჩართვა არ სურს.

მისივე თქმით, ოპოზიცია თუ რიტორიკას არ შეცვლის, ეს მათთვის დამღუპველი იქნება.

“ოპოზიციის ამ ნაწილს ვურჩევ,  ნუ არიან მუდამ იმის ძებნაში, რომ არ შეასრულონ 8 მარტით ნაკისრი ვალდებულებები. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მათ არ სურთ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებში ჩართვა და თუ ისინი არ შეცვლიან ამ რიტორიკას, ეს დამღუპველი იქნება მათთვის”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები